ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები" - პირველად გამოფენილი უნიკალური არქეოლოგიური მასალა
24/06/2009


მედია ანონსი
 

24 ივნისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

"ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები"
პირველად გამოფენილი უნიკალური არქეოლოგიური მასალა

2009 წლის 24 ივნისს 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ქართველი არქეოლოგის ჯურხა ნადირაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა "ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები" იხსნება.

ჯურხა ნადირაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული არქეოლოგიის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით XX საუკუნის 60-ანი წლებიდან მოყოლებული რამოდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი (საირხე, მოდინახე, ჯიეთი, იცქისი, მცხეთიჯვარი და სხვ.) იქნა გამოვლენილი და შესწავლილი.

შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დარბაზში ყვირილის ხეობის ექსპედიციის მიერ გამოვლენილი არქეოლოგიური არტეფაქტები პირველად იქნება ექსპონირებული.

განსხვავებული დანიშნულებისა და სხვადასხვა მასალით შესრულებული არქეოლოგიური ძეგლები თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ქართული კულტურისთვის დამახასითებელ ზოგად ეროვნულ თავისებურებებს, მის  თავისთავადსა და ორიგინალურ ხასიათს.

ყვირილის ხეობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ძირითადი არტერიაა. კოლხეთის სამეფოს ძლიერების ხანაში (ძვ. წ. V-IV სს.) იგი დასავლეთ-ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაშია. საირხეში ამ სამეფოს რელიგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი მდებარეობდა, რაც სათანადოდ აისახა ამ კუთხის მატერიალურ კულტურაში. პირველ დარბაზში სწორედ ამ პერიოდის არქეოლოგიური მასალა გახლავთ ექსპონირებული.

ჯურხა ნადირაძის 80 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 23-24 ივნისს ტარდება სამეცნიერო სესია.

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ეროვნული მუზეუმის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ტელ: 997176, ფაქსი: 982133
ელ-ფოსტა info@muiseum.ge
ვებ-გვერდი: www.museum.ge

წაკითხულია: 6686